1.სიღარიბე
ქუჩაში მათი მიზეზი
ბავშვები საკუთარი ინიციატივით მიგრირებენ
არა დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობებია სახლში მაგალითად,
ნიგერიაში ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვები განზრახ ტოვებენ თავიანთ ადგილებს რომ
იშოვონ საარსებო წყარო, როცა მშობლებს არ შეუძლიათ მათი გამოკვება წესიერად
მაშინ შიმშილი ხდება სახლიდან წასვლის მიზეზი. პურის, საჭმლის შესაძენად იძულებული არიან იცხოვრონ ქუჩაში.სიღარიბე იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების ქუჩის ჩართულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, გლობალურად, სავარაუდო გავრცელებით 39 პროცენტით, კვლევის ანალიზის მიხედვით. სიღარიბეს მოჰყვა ოჯახური კონფლიქტი და ძალადობა, როგორც ყველაზე ხშირად მოხსენებული მიზეზი, სავარაუდო პრევალენტობა 32 პროცენტით და 26 პროცენტით.
2.ოჯახური ძალადობა
ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებში იწვევს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პრობლემებს და შესაძლოა აისახოს მოსწავლის სკოლაში ფუნქციონირებაზე, მის დასწავლის უნარზე და თანაკლასელებთან ურთიერთობებზე.
პრობლემის ადრეული იდენტიფიცირება
ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვს დროულად გაეწიოს დახმარება და თავიდან იქნას აცილებული ოჯახში ძალადობის შედეგად განვითარებული ემოციური
და ქცევითი დარღვევები. ამის გამო ბავშვში იბადება სურვილი სახლიდან გარეთ გასვლის.
3. მშობლის სიკვდილი
მშობლების ადრეული დაკარგვა ჩვეულებრივ ზრდის ბავშვის არაადეკვატური მოვლის ალბათობას და აუარესებს ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს.
ზოგიერთ ოჯახში ეს ნიშნავს, რომ მწუხარე ბავშვმა აიღოს მკვდარი მშობლის პასუხისმგებლობა და მეგობრებისგან იზოლირება. სხვებში მშობლების გარდაცვალება გამოიწვევს ბავშვის ცუდ ფსიქოსოციალურ კეთილდღეობას, ქცევის ცვლილებას, სტრესის გაზრდას და ძილის დარღვევას. ზოგჯერ როცა ბავშვს არ ჰყავს არც ნათესავეავები და მშობლები, ან თავშესფრებში უნდა იცხოვროს ან ქუჩაში და ბავშვების უმეტესობა
უპირატესობას ანიჭებს ქუჩურ ცხოვრებას.
4. მშობლის გულცივობა
აქცევს ყურადღებას ბავშვს, არ ზრუნავს ბავშვზე და ბავშვთან იბადება სურვილი, რომ დრო გაატაროს ქუჩაში და იცხოვროს ქუჩური ცხოვრებით. ზოგჯერ ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ქუჩურ ცხოვრებას, რადგან სახლში არ არის კარგი გარემო, სიყვარული და სითბო.
5.ომი
ომი საშინელებაა, ისტორიის მანძილზე ბევრი ომი მოხდა რის გამოც ბევრი ბავშვი ქუჩაზე გაჩნდა. ომების დროს ათასობით ადამიანი გარდაიცვალა და მათი ოჯახი დარჩა მარტოხელა, ზოგჯერ ისე ხდება რომ ბავშვი მატროა და ქუჩაში იზრდება. ერთ-ერთი მაგალითია ანა ფრანკი ვინც გახდა ომის მსხვერპლი და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თავშესაფრებში.
შედეგები:
6. ნარკომანია
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აკრძალულით დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება. ეს ურთულესი პერიოდი მოიცავს ადამიანის ცხოვრებას 12-13-დან 17 წლამდე. ამ ასაკში ორგანიზმში ნეიროენდოკრინოლოგიურ ძვრებთან ერთად მიმდინარეობს მკვეთრი ფსიქოლოგიური ცვლილებებიც.უფრო მეტად გავრცელებულია ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს
შორის, რაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს ბავშვებისთვის.
7. ქურდობა
ბავშვები რომლებიც ცხოვრობენ ქუჩაში არ აქვთ საჭმელი რის გამოც იძულებული არიან გახდნენ ქურდები ან მათხოვრობენ. ფილმებიც მინახია რომ ქუჩაში მცხოვრე ბიჭმა ქურდობის შედეგად მოკლა ადამიანი და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ციხეში. ქუჩური ცხოვრება ძალიან ცუდია და დიდ ზიანს აყენებს ბავშვისთვის.
ბავშვი და ქუჩა
ყველა ბავშვი განსაკუთრებულია და უნდა იყოს სითბოთ და სიყვარულით გარშემორტყმული. ბავშვების უმეტესობა ცხოვრობს ქუჩებში და იზრდება ქუჩებში, რაც
ძალიან ცუდია. სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მათი რაოდენობა ძალიან მაღალია. მაგალითად ბანგლადეშში ქუჩის ბავშვების ბოლო სტატისტიკა არ არის ხელმისაწვდომი. UNICEF-ის რიცხვი 670,000-ზე მაღლა დგას ბანგლადეშის განვითარების კვლევების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, „ქუჩის ბავშვების ზომის შეფასება და მათი პროექცია ბანგლადეშის ძირითადი ურბანული ტერიტორიებისთვის, 2005 წ.“ მითითებით. ამავე კვლევის მიხედვით, ამ ბავშვების დაახლოებით 36% დედაქალაქ დაკაშია.
ეს შედეგი ადამიანების გულცივობის და სიღარიბის შედეგია. ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ბავშვებზე.
ჩვენი ქვეყანა წარმატებული მაშინ იქნება, თუ ბავშვები იზრდებიან ნორმალურ და ჯანსაღ გარემოში!
No comments:
Post a Comment